logo_geo
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, ჩინეთმა საქართველოს ტექნიკა გადასცა
- +

20 აპრილი. 2019. 12:09

 

 

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის, ჩინეთის დახმარების პროექტის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობა“ ფარგლებში გადაცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტი გაფორმდა.

 

დოკუმენტს ხელი მოაწერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იან ჩიმ.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში ჩინეთის ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა ბოლო წლებში მრავალი მიმართულებით გაღრმავდა.

 

„ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებოდა საქართველოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს აღჭურვილობა ქვეყანას პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება, რაც პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ძი იან ჩიმ.

 

 

big_banner
არქივი