logo_geo
გიორგი ჩიქოვანი: ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანის განცხადება, რომელიც აშკარად არ არის საღ გონებაზე
- +

5 თებერვალი. 2017. 02:34


 

 

„სააკაშვილი დღემდე აგრძელებს მსოფლიოს თვალში საქართველს ცუდი კუთხით წარმოჩენას", - ასე ეხმიანება „ახალგაზრდული ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩიქოვანი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გადაცემაში Чернівецький промінь.



„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოვლად უპასუხისმგებლო  განცხადებაზე, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციას უკავშირდება, კომენტარის გაკეთება არ მსურდა, მაგრამ შეუძლებელია, უპასუხოდ იქნას დარჩენილი მისი განცხადება ქართველების შესახებ, სადაც ის საუბრობს, თუ როგორ განავითარა ქართული სახელწიფო და აიყვანა თვისობრივად ახალ ეტაპზე.

 

რბილად რომ ვთქვათ, ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანის განცხადება, რომელიც აშკარად არ არის საღ გონებაზე, მას თავი შემოქმედად წარმოუდგენია.  რჩება განცდა, რომ სააკაშვილი ცხოვრობს გამოგონილ სამყაროში და ირეალური რეალურად ეჩვენება.

 

რეალურად, სააკაშვილი დღემდე აგრძელებს მსოფლიოს თვალში საქართველს ცუდი კუთხით წარმოჩენას, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას.  სააკაშვილი გახლავთ წმინდა წყლის პოპულისტი, რომლის საუბარიც სხვა არაფერია, თუ არა საუბარი საუბრისთვის, სადაც მთავარია სიტყვათა რაოდენობა და არა რეალობა, ამის ნათელ მაგალითად მისი სიტყვები გამოდგება, როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოს მისი მთავრობაში მოსვლის პერიოდში 100 000 ვიზიტორი სტუმრობდა, რელობა კი ის გახლავთ, რომ როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, ვიზიტორთა რაოდენობა 600 000 ადამიანს შეადგენდა. მან ასევე თქვა, რომ შექმნა და გამოიგონა ახალი ქალაქები,  ქალაქები, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, ის კვლავ ცდილობს, ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიოს საქართველო და ქართველი ხალხი  და ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, მაგრამ სააკაშვილს მსოფლიოს თვალში ჩვენი როგორც სახელწიფოს დაკნინება არ გამოუვა, რადგან  დასავლეთი  თვალნათლივ ხედავს, რომ საქართველო გახლავთ დიდი კულტურის მატარებელი დასავლური ქვეყანა, რისი დასტურიც ჩვენთვის ვიზა-ლიბერალიზაციის  მონიჭება გახლავთ!" - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.


 

big_banner
არქივი