logo_geo
„ხანძრის შედეგად დაზარალებულთა სია ბანკებს უკვე გადაეგზავნათ, რათა მათ გარკვეული შეღავათები მიიღონ“
- +

5 თებერვალი. 2017. 02:55


 

 

„თბილისის მერია აქტიურადაა ჩართული, რათა კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს, ასევე „ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციას", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.


„მერის მოადგილე, რაიონის გამგებელი, შესაბამისი სამსახურები აქტიურად არიან ჩართულები, რათა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავეხმაროთ მათ, დავეხმაროთ თვითონ ადამინისტრაციას, რათა დროულად გაკეთდეს ის, რაც გასაკეთებელია. ანუ პირველ რიგში, ჯერ კიდევ გამოსატანი საქონლის გამოტანა და მეპატრონეებისთვის დაბრუნება - ეს არის უმთავრესი ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ საბანკო დაწესებულებებთან ვმუშაობთ, ეროვნული ბანკისა და ბანკების ასოციაციის მეშვეობით გუშინ დაზარალებული ადამიანების სია უკვე გადაეგზავნათ, რათა ბანკებმა და საკრედიტო დაწესებულებებმა მათ გარკვეული შეღავათები გაუკეთონ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

big_banner
არქივი