logo_geo
პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ პოლიციელებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გამოკვლევები უტარდებათ
- +

21 აპრილი. 2019. 17:14

 

პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციელები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

 

ექიმების განცხადებით, პოლიციელებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა ზუსტი დიაგნოზის დასადგენად მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

 

„ჩვენთან შემოყვანილია 10-მდე პოლიციელი. დაზიანებების შესახებ ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რადგან უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევა. ველოდებით სხვა დაშავებულებსაც და მოგვიანებით გავაკეთებთ განმარტებას", - აღნიშნა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

 

დაპირისპირების დროს ასევე დაშავდნენ ადგილობრივებიც, თუმცა ისინი საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებდნენ და მათ ადგილზე გაეწიათ სამედიცინო მომსახურება.

 

პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირებისას ჯამში 27 ადამიანი დაშავდა, მათგან 12 ადგილობრივი და 15 პოლიციელია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი