logo_geo
ირინა წეროძე: პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია ერთ კვირაში დაიწყება
- +

22 აპრილი. 2019. 12:15

 

 

„განათლების სამინისტროს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია ერთ კვირაში დაიწყება“, - ამის შესახებ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ პროფესიული განათლების შესახებ შეხვედრაზე განაცხადა.

 

„განათლების სამინისტრო ზრდასრულთა ფორმალური განათლების სისტემის განვითარებას იწყებს. ეს შეხვედრაც ბიზნესთან კომუნიკაციას და დიალოგს ეძღვნება იმ სერვისის შესახებ, რომელსაც სამინისტრო დაახლოებით ერთ კვირაში გამოაცხადებს. ამ პროგრამაში საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ბიზნესიც აქტიურად იქნება ჩართული. ერთ კვირაში გამოცხადდება რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამშენებლო მიმართულებით არსებულ მოკლევადიან კურსებზე, რომელიც სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით განხორციელდება“, - განაცხადა ირინა წეროძემ.

 

წეროძის განმარტებით, გადამზადების პროგრამაზე სახელმწიფო 2 მლნ ლარს დახარჯავს და შედეგად 3000-მდე ბენეფიციარს გადაამზადებს.

 

 

big_banner
არქივი