logo_geo
საქართველოში, შესაძლოა, გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნას
- +

23 აპრილი. 2019. 12:10

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების საკითხს. გაიმართა მსჯელობა ახალი სტრუქტურის შემადგენლობისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ. ამასთანავე შესაძლოა, გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნას.

 

ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე ცალკე შეხვედრის გამართვა შესთავაზა, სადაც შეფასდება, როგორც უკვე მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები.

 

 

big_banner
არქივი