logo_geo
ამირან გამყრელიძე: არ გამოვრიცხავ, რომ ბავშვებში, სისხლში ტყვიით დაბინძურებები ყოფილი სამხედრო ბაზების ირგვლივ ტერიტორიებზე იყოს
- +

23 აპრილი. 2019. 15:13

 

 

„არ გამოვრიცხავ, რომ ბავშვებში, სისხლში ტყვიით დაბინძურებები ყოფილი სამხედრო ბაზების ირგვლივ ტერიტორიებზე იყოს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს კონკრეტული პასუხი, რითაც რეგიონებს შორის ტყვიის შემცველობის სხვაობა აიხსნება.

 

„დღეს ამას ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა, გარკვეული ჰიპოთეზები არსებობს, თუმცა ამ ჰიპოთეზებით ვერ ვილაპარაკებთ, თუ დამადასტურებელი ფაქტები არ გვექნება. ამიტომ კვლევები მიმდინარეობს, მათ შორის ნიადაგისა და წყლის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ შედეგები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონში ფიქსირდება.

 

2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი