logo_geo
მარტოხელა მუსიკოსი ქუჩაში დაკვრით ნაშოვნ ფულს სოციალურად დაუცველ ბავშვებს ურიცხავს
- +

24 აპრილი. 2019. 00:58

 

კვირია ჩიტაშვილი ოცდაათი წელია, თელავის ქუჩებში მღერის და გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება. წლების განმავლობაში, ის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და ხალხმრავალ ადგილებში, ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს თუშურ გარმონზე ასრულებდა.

მოსახლეობისგან შემოწირულ თანხას კი, თელავის ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს სწირავდა.

 

ბავშვთა სახლის დახურვის შემდეგ, სიმღერით ნაშოვნი ფულით, ის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის თბილ ტანსაცმელსა და სასწავლო ნივთებს ყიდულობს.

 

ინსტრუმენტი, რომელზეც ახლა კვირია ჩიტაშვილი ქართულ სიმღერებს მღერის, სპეციალურად მისთვის, ქართველმა ემიგრანტებმა შეიძინეს.

 

„ემიგრანტებმა დიდი სიკეთე გააკეთეს, იმიტომ რომ ყველა გაჭირვებული ბავშვი ჩვენი შვილია“, - განაცხადა მან პრაიმტაიმთან საუბრისას.

 

კვირია ჩიტაშვილს მუსიკალური განათლება არ მიუღია. ის მარტოხელაა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბინაანში ცხოვრობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი