logo_geo
ბათუმში ელექტრომობილით გადაადგილებისას რუსი ტურისტი დაშავდა
- +

25 აპრილი. 2019. 16:04

 

ბათუმში ელექტრომობილით გადაადგილებისას ტურისტი დაშავდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ დაზიანება ფეხის არეში მიიღო. დაშავებული ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ტურისტი ელექტრომობილით ბულვარში, კერძოდ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ელექტრომობილებით ბათუმის ბულვარში გადაადგილება იზღუდება, რასაც ელექტრომობილების მეპატრონეები აპროტესტებენ და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი