logo_geo
ტალინის ცენტრში მალე საქართველოსადმი მიძღვნილი სკვერი გაიხსნება
- +

25 აპრილი. 2019. 23:11

 

ტალინის ცენტრში მალე საქართველოსადმი მიძღვნილი სკვერი გაიხსნება. ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

 

„ამ მწვანე სივრცის ტერიტორიაზე გასულ წელს, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ტალინის მერმა, ტაავი აასმა, ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნეს. სკვერი, ორივე მხარის შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქართული დიზაინით გაფორმდება და საქართველოს სახელს დაუკავშირდება“, - წერია განცხადებაში.

 

ორივე ინიციატივა ესტონეთში საქართველოს საელჩოს ეკუთვნის, რომელიც ტალინის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მისივე მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი