logo_geo
გუდამაყარში ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ
- +

26 აპრილი. 2019. 01:10

 

გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ჩოხიდან კილომეტრნახევარში, მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. როგორც „რეგინფოს“ სოფლის წარმომადგენელმა მალხაზ წიკლაურმა უთხრა, დამწვარია დაახლოებით 5 ჰექტარი. მისივე თქმით, ცეცხლი ხმელ ბალახსა და წიწვოვან ხე-ბუჩქებს უკიდია.

 

ადგილობრივებმა დაკვამლიანება სოფელ ჩობალაურებთან 25 აპრილს, საღამოს შენიშნეს. იქიდან გამომდინარე ხანძარი მთის ფერდობზეა, ვერ ხერხდება სახანძრო ავტოტექნიკის გამოყენება. ხანძრის ჩასაქრობად წყალს ხევიდან ეზიდებიან.

 

„ცეცხლი დაუდგენელი მიზეზით გაჩნდა, ჩოხის მიმართულებით ვრცელდებოდა, თუმცა მოვახერხეთ ლოკალიზება. მეორე მხარეს კი ხევი და ზვავია. ქარის გამო ხანძრის ჩაქრობას ვერ ვახერხებთ. აქ სახანძრო ტექნიკის მოყვანა გამორიცხულია“, – ამბობს მალხაზ წიკლაური „რეგინფოსთან“.

 

მისივე თქმით, თუ ხანძრის ჩაქრობა ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება, არ არის გამორიცხული ვერტმფრენის დახმარება დასჭირდეთ. მალხაზ წიკლაურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დასახლებულ პუნქტამდე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი