logo_geo
25 აპრილს ომარ მხეიძის დაბადების დღეა
- +

25 აპრილი. 2019. 16:18

 

 

25 აპრილი ქართული ქორეოგრაფიის ლეგენდის, უბადლო მოცეკვავის, დიდი ქართველის, საზოგადო მოღვაწის, თბილისის კოლორიტული პიროვნების ომარ მხეიძის დაბადების დღეა!

 

ვულოცავ ბატონ ომარს დაბადების დღეს, ვუსურვებ ჯანის სიმრთელეს და დიდხანს სიცოცხლეს საქართველოს სადიდებლად!!!

 

ომარ მხეიძე - 83

 

მოცეკვავე, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1963), საქართველოს სახალხო არტისტი (1971), ღირსების ორდენის კავალერი (1996), თბილისის საპატიო მოქალაქე (2000), ქართველ ჩოხოსანთა დასის წევრი, საქართველოს სამეფო კლუბის წევრი (2004 წლიდან), საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის საპატიო თავმჯდომარე, საუკუნის მოცეკვავე, ქართული ხელოვნების ქურუმი, მრავალი მედლისა და ორდენის, წოდების მფლობელი, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გახსნილია მისი ვარსკვლავი (2011), მის სახელს ატარებს რამდენიმე ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაწესებულია მისი სახელობის პრიზი, ტარდება მისი სახელობის ფესტივალი "ბრავო, ომარ!", გადაღებულია ფილმებში, სუხიშვილების ანსამბლთან ერთად იმოგზაურა მსოფლიოს 87 ქვეყანაში. მაყურებელმა მას უწოდა "მფრინავი ვეფხვი", "ანსამბლის არწივი". ომარ მხეიძის ყველა ტიტულის ჩამოთვლა, სიმართლე გითხრათ, ძნელია. მისი ყველაზე ტიტული მისი დიდი ადამიანობა და ქართველობაა.

 

ომარ მხეიძე დაიბადა 1935 წლის 25 აპრილს ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში. 7 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ზრდიდა დედა და ბებია. ცეკვავს პატარაობიდანვე, ქართული ცეკვის შესწავლა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში დაიწყო.

 

1975 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

 

1953-1984 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში წამყვან მოცეკვავედ. იყო სოლისტი და ნინო რამიშვილის პარტნიორი. სპეციალურად მისთვის იქმნებოდა ცეკვები. რეპერტუარში ჰქონდა ქართული ცეკვები: „ხევსურული სიუიტა“, „მხედრული“, „შეჯიბრი“, „მუხამბაზი“, „მთიელ ვაჟთა ცეკვა“, „ქაჯეთის აღება“ და სხვა. ბრწყინვალე ქართული გარეგნობა, ინდივიდუალიზმი და არტისტიზმი, პლასტიკურობა, პროფესიის სიყვარული და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა მუდამ გამოარჩევდა ამ უზადო ხელოვანს. ომარ მხეიძემ უზარმაზარი როლი ითამაშა ქართული ხალხური ცეკვის განვითარების საქმეში. „ომარ მხეიძე ქართული ხასიათის განსახიერებაა“; „მან შექმნა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში გმირის სახე“... „ომარ მხეიძის ცეკვაში არ არსებობს შეუსრულებელი ილეთები“... „მფრინავი ვეფხვი“, „ანსამბლის არწივი“ - ასე აფასებდნენ მას სპეციალისტები თუ მაყურებელი.

 

ომარ მხეიძე არის კინოკომპანია „ჯიმ შვანთეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1984-1989 წლებში იყო თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი; ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი.

 

ავტორი ამირან ბუთურიშვილი

 

 Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი