logo_geo
მოსახლეობას თბილისიდან რეგიონებში წასვლა უჭირს
- +

26 აპრილი. 2019. 20:04

 

 

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ავტოსადგურებზე რიგებია. მოქალაქეებს თბილისიდან რეგიონებში წასვლა უჭირთ. ამის მიზეზად კი არასაკმარის ტრანსპორტსა და გაძვირებულ მგზავრობას ასახელებენ. 

 

მგზავრების თქმით, ბილეთის ფასის გაძვირება სწორედ აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. მძღოლების ნაწილი ფასების გაძვირებას უარყოფს, ნაწილი კი მგზავრობის გაძვირებას საწვავზე ფასის მომატებით ხსნის.

 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებლები წელს 28 აპრილს აღნიშნავენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი