logo_geo
მამა შალვა კეკელია: დღესასწაულის მილოცვა შეიძლება ზედმეტობების გარეშე
- +

26 აპრილი. 2019. 21:56

 

 

საზოგადოების უმრავლესობა რელიგიური დღესასწაულების მოახლოებისას სოციალურ ქსელში დამკვიდრებულ მილოცვის ფორმაზე უკმაყოფილებას გამოხატავს.

 

მიზანშეწონილია თუ არა აღნიშნული ქმედება, ვინ და რატომ ქმნის მსგავსი ტიპის მასალას და რას ემსახურება მისი გავრცელება - ამ კითხვებით "პირველმა" მამა შალვა კეკელიას მიმართა.

 

მისი თქმით, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ასეთი საქციელი მიუღებელია.

 

სასულიერო პირი ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფები, შესაძლოა, მიზანმიმართულდ ეკლესიის დასაკნინებლად ქმნიდნენ და ავრცელებდნენ აღნიშნულ ფოტომასალას ინტერნეტში.

 

„საერთოდ, რას ნიშნავს, მოდით 30 კაცს გაუგზავნე და ბედიერება გეწვევა? რას ნიშნავს, ამინი დაუწერეთ და ღმერთი შეგეწევათ? რას ნიშნავს, ფეისბუქში ღმერთი შეგიწყალებთ? ეს ფორმები და მსგავსი ტიპის საქციელი ეკლესიისთვის მიუღებელია. მგონია, რომ გარკვეული ჯგუფები სპეციალურად, მიზანმიმართულად აკეთებენ მასეთ რაღაცეებს, რომ ეკლესია დასაცინი გახადონ. ადამიანები კი, რომლებსაც გაცნობიერებული არ აქვთ რას აკეთებენ, ხდებიან ამ ყველაფრის მსხვერპლი და მისდაუნებურად მონაწილეობენ პროცესში. რა თქმა უნდა, ადამიანებმა უნდა იზეიმონ და ერთმანეთს უნდა მიულოცონ დღესასწაულები, თუმცა, ამას არაფერი საერთო არ აქვს სოციალურ ქსელში დამკვიდრებულ ფორმასთან. დღესასწაულის მილოცვა შეიძლება ძალიან მარტივად, ადამიანური ენით, შეგიძლიათ მიულოცოთ ორი სიტყვით, ესემესის მიწერით, არაა საჭირო ზედმეტობები", - აღნიშნავს მამა შალვა კეკელია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი