logo_geo
ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმს „თეთრი ქარავანი“ კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ
- +

27 აპრილი. 2019. 12:07

 

რეჟისორ ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“ 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კი ფილმი კანის კინოფესტივალს უბრუნდება, მას კლასიკურ სექციაში აჩვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ნაციონალური ფილმის ცენტრი ავრცელებს.

 

ფილმის გადაღება 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა. „თეთრი ქარავანის“ სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი ასრულებენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი