logo_geo
მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა
- +

27 აპრილი. 2019. 20:46

 

 

ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ გოცირიძეზე მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, ხარვეზის გამო მატარებლის ჩიხში შეყვანა გახდა საჭირო, რის გამოც მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს.

 

მგზავრების ინფორმაციით, პირველ ხაზზე შეფერხება დაახლოებით, 20 წუთამდე გაგრძელდა.

 

ამ დროისთვის მეტროსადგურში მოძრაობა აღდგენილია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი