logo_geo
ქართველმა სამხედროებმა აღდგომის დღესასწაული ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს
- +

28 აპრილი. 2019. 02:24

 

საქართველოს თავდაცვის ძალების 22-ე და 43-ე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეხვდნენ.

 

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სააღდგომო ლიტურგია 43-ე ბატალიონის მოძღვარმა, მამა მიქაელმა და 22-ე ბატალიონის კაპელანმა მამა იოსებმა წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღავლინეს.

 

საეკლესიო ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა ბაზაზე მყოფი მართლმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპეციალურად ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის სამხედრო მოსამსახურეებმა, კაპელანის დახმარებით, კვერცხები წითლად შეღებეს. ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო დღესასწაულები მუდამ აღინიშნება.

 

 

 

big_banner
არქივი