logo_geo
გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა
- +

28 აპრილი. 2019. 18:27

 

 

თბილისში, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე სამი მანქანის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

 

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ექიმები აცხადებენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი