logo_geo
ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ბიჭი ემსხვერპლა
- +

28 აპრილი. 2019. 21:39

 

 

თბილისში, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავტოავარიის შედეგად ერთი ბიჭი გარდაიცვალა, მანქანაში მჯდომი კიდევ სამი მგზავრი კი დაშავდა.

 

როგორც შსს-ში ამბობენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი