logo_geo
„ვინი-პუჰის ტყეში“ ხანძარი გაჩნდა
- +

29 აპრილი. 2019. 21:10

 

ინგლისში ხანძარი გაჩნდა ეშდაუნის ტყეში, რომელიც ალან ალექსანდერ მილნის ცნობილ ნაწარმოებში „ვინი პუჰი“ ნახსენები ჯადოსნური ტყის პროტოტიპი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

ცეცხლი 28 აპრილს ღამით გაჩნდა და 20 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა, ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

 

ერთ-ერთი მეხანძრის ენდრიუ გაუსდენის ინფორმაციით, ხანძარი ღამით გაჩნდა, თუმცა ამ ეტაპზე განზრახ გაჩენის ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

 

ეშდაუნის ტყეს პოპულარობა სწორედ ალან ალექსანდერ მილნის ნაწარმოებებმა მოუტანეს, რომელიც 1925 წელს ტყის მახლობლად მდებარე სოფელ ჰართფილდში დასახლდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი