logo_geo
იციკ მოშე: ვმუშაობთ ისრაელში ქართველების ლეგალურ დასაქმებაზე...
- +

30 აპრილი. 2019. 16:58

 

 

„თითქმის ორი წელია ვმუშაობთ ისრაელში ქართველების ლეგალურ დასაქმებაზე, ეს არის საქართველოსა და ისრაელის მთავრობების პრეროგატივა“, - ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ ისრაელში ქართველების ლეგალური დასაქმების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საკითხის გადაწყვეტა მთავრობების მეტ და აქტიურ მუშაობაზეა დამოკიდებული.

 

„საქართველოს შსს-ს მონაცემებიდან გამომდინარე, მხოლოდ 12%-ს აბრუნებენ ისრაელიდან. მჯერა, რომ სამუშაო ვიზები ამ პრობლემატიკას მოაგვარებს და ქართველები ისრაელში ყველანაირი გადასახადის გარეშე ჩასვლას და მუშაობას შეძლებენ. ეს როგორც ქართული, ისე ისრაელის მხარისთვის მნიშვნელოვანია. ორივე მხარის მხრიდან მეტი მუშაობაა სჭირო“, - განაცხადა იციკ მოშემ.

 

 

big_banner
არქივი