logo_geo
თორნიკე რიჟვაძემ ბრიტანული სამხედრო გემის ეკიპაჟს უმასპინძლა
- +

30 აპრილი. 2019. 17:55

 

 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიტანეთის სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ „HMS ECHO“-ს ეკიპაჟის წევრებს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე ორი ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებულ წარმატებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, რისი კიდევ ერთი დასტურიც ბრიტანული ხომალდის უკვე მეორე ვიზიტია რეგიონში. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარას, მისი ზღვისპირა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული როლი აქვს ეკონომიკური, ტურისტული თუ სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში.

 

„დინამიურად ვითარდება ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის მიმართულებით. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბრიტანეთის სამეფო არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ამ მიმართულებით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ბრიტანულმა ინვესტიციებმა და გასულ წელს პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციების რაოდენობამ 203,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე გაიზარდა ტურისტების ნაკადი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველკვირეულად ხორციელდება ხუთი პირდაპირი ფრენა ლონდონის მიმართულებით.

 

ბრიტანული ხომალდის „HMS ECHO“-ს შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას.

 

 

big_banner
არქივი