logo_geo
რომან კაკულია: ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე მეტად უნდა ვკონცენტრირდეთ
- +

30 აპრილი. 2019. 18:04

 

 

„ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებების შეფერხება ინსტიტუციურ პრობლემას უკავშირდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განუცხადა კითხვაზე, რას უკავშირებს ამ საკითხზე მოლაპარაკებების შეფერხებას და როგორ უნდა მოგვარდეს საკითხი.

 

დეპუტატის თქმით, ამ საკითხზე ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივად უნდა მუშაობდნენ. ამასთან, მისი თქმით, როდესაც საკითხზე კონცენტრირება არ ხდება, შედეგი ყოველთვის ნაკლებია.

 

„აქ პრობლემა კომპლექსურია. როგორც ვიცი, კვალიფიკაციაც სახელდებოდა. ასევე არის გარკვეული ტექნიკური ბარიერები. კომპლექსური პრობლემების დროს ალბათ, ყოველთვის არსებობს ხოლმე კონკრეტული პასუხისმგებელი ინსტიტუციის ან პირების თემა. როდესაც რაღაც თემაზე კონცენტრირება არ ხდება და პასუხისმგებლობა გაშლილია, შედეგი ყოველთვის ნაკლებია. ვფიქრობ, საქმე სწორედ ამასთან გვაქვს. შესაძლებლობები გახსნილია, მაგრამ საჭიროა ვკონცენტრირდეთ და ინსტიტუციური პასუხისმგებლობა გამოვყოთ, რომელიც ამ ტიპის საკითხებს მოაგვარებს. ამაზე ეკონომიკის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხადია, ერთობლივად უნდა მუშაობდნენ“, - განმარტა რომან კაკულიამ.

 

 

big_banner
არქივი