logo_geo
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის სატენდერო წინდადებების მიღება დასრულდა
- +

6 თებერვალი. 2017. 16:28


 

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) 14 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისთვის სატენდერო წინადადებების მიღება დაასრულა.  სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.


სატენდერო წინადადება 13 კომპანიამ წარმოადგინა, რომლებიც წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოდგენილი 40 კომპანიიდან შეირჩნენ.


ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა, მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და ევროპის საინვესტიცო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.


პროექტის ფარგლებში აშენდება: 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.


ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი  გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან.


ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.



 

 

 

big_banner
არქივი