logo_geo
კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე კოლხური ხოხობი გაუშვეს
- +

1 მაისი. 2019. 12:38

 

კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დღეს იშვიათი ფრინველი - რამდენიმე კოლხური ხოხობი გაუშვეს.

 

ფრინველები სიმბოლურად ბუნებაში ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიების სტუმრებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ჟურნალისტებმა გაუშვეს.

 

კრწანისის ტყე-პარკის აღდგენის პროექტი უახლოს მომავალში დაიწყება. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ტყე-პარკში წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გაშენდება მცენარეები წითელი ნუსხიდან. ამავე დროს, აღდგება კრწანისის ტყე-პარკის ბუნებრივი ფუნქცია – რეკრეაციული სივრცე, ტყე-პარკი ყველასთავის ღია იქნება და გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან ელექტრომობილით დაიშვება.

 

რაც შეეხება ბიომრავალფეროვნების აღდგენას, პროგრამა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: სახეობათა და მათი ჰაბიტატის აღრიცხვა და მონიტორინგი, სახეობათა აღრიცხვის წარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა, ჰაბიტატის აღდგენის დაგეგმვა, სალიცენზიო ფართობების იდენტიფიცირება და სალიცენზიო პირობების შემუშავება, მონადირეთა და მეთევზეთა სერტიფიცირება, სხვადასხვა სახეობის ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სხვა.

 

პროგრამის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

 

 

 

big_banner
არქივი