logo_geo
ფოთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
- +

1 მაისი. 2019. 15:29

 

ფოთში ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

 

თეატრის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

„პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადისა და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, ასევე ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟის გულისხმობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „იმედი“ ასრულებს“, - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

 

მისი თქმით, რეაბილიტაცია 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

 

ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი სპექტაკლებს დროებით სახელოვნებო ცენტრის დარბაზში მართავს.

 

 

big_banner
არქივი