logo_geo
გარდაიცვალა აქსინიას როლის შემსრულებელი ფილმში „წყნარი დონი“
- +

27 აპრილი. 2019. 16:32

 

მოსკოვში, 91 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი რუსი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი ელინა ბისტრიცკაია. იგი დიდი ხნის მანძილზე მოღვაწეობდა მცირე თეატრში. ქართველ მაყურებელს მსახიობი ახსოვს ფილმიდან „წყნარი დონი“, სადაც ის აქსინიას როლს ასრულებს.

 

ელინა ბისტრიცკაია კიევში დაიბადა 1928 წლის 4 აპრილს, ებრაელი ექიმების ოჯახში.

 

ბისტრიცკაიას დებიუტი 1950 წელს, ფილმში „მშვიდი დღეები“ შედგა.  დიდი პოპულარობა მსახიობს ფილმმა „წყნარი დონი“ მოუტანა, რომელიც რეჟისორმა სერგეი გერასიმოვმა გადაიღო. 1958 წლის შემდეგ ბისტრიცკაია მოსკოვის მცირე თეატრის მსახიობი იყო.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი