logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალიდან საქართველოში?
- +

1 მაისი. 2019. 17:44

 

საქართველოში ხვალიდან რამდენიმე დღით ამინდი გაუარესდება.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის ბოლოდან 4 მაისის გვიან საღამომდე, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს კი, ქარის შკვალური გაძლიერება.

 

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების წარმოქმნა და გააქტიურება გამოიწვიოს.

 

 

 

 

big_banner
არქივი