logo_geo
ფაროსანას საწინააღმდეგოდ, ანჯელის მასივებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები მონტაჟდება
- +

1 მაისი. 2019. 17:54

 

აბაშის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანჯელის მასივებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟება მიმდინარეობს.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სპეციალურ ხაფანგებს მასივების პერიმეტრზე ამონტაჟებენ. აღნიშნული სადგურების მეშვეობით ტყისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბუფერულ ზონაში მოხდება გამოსული მავნებლის ლოკალიზება და განადგურება იმისათვის, რომ ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე არ გავრცელდეს.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსაზიდი ხაფანგები ხელს შეუწყობს მავნებლის იდენტიფიცირებას და გავრცელების არეალის დადგენას. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები შედეგების მიხედვით დაიგეგმება.

 

ადგილობრივი ფერმერები აღნიშნავენ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა შარშან კარგი შედეგი გამოიღო, რაც დადებითად აისახა მათ მოსავალზე. მიმდინარე წელს მასშტაბური ღონისძიებების მეშვეობით უკეთეს შედეგს ელოდებიან.

 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – parosana.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.

 

 

 

 

big_banner
არქივი