logo_geo
გია ჟორჟოლიანი: მსურს, 1 მაისი უქმე დღედ გამოცხადდეს
- +

1 მაისი. 2019. 18:22

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი სურვილს გამოთქვამს, რომ 1 მაისი უქმე დღედ გამოცხადდეს. ამ ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს დღეს უკვე მიმართა.

 

„ჩვენი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ 1 მაისი გამოცხადდეს უქმე დღედ, როგორც ეს არის ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. ეს არის მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობისა და პატივისცემის დღე. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ შრომის როლი ქვეყნის განვითარებაში.

 

1 მაისის უქმე დღედ გამოცხადება უნდა იყოს გადადგმული ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შრომის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. ამიტომ, იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება ამას კარგად გააცნობიერებს და მათ შორის, იმედი მაქვს, ზეგავლენას მოახდენს იმ ჯგუფზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

1 მაისი შრომის უფლებების დაცვის დღეა.

 

 

 

big_banner
არქივი