logo_geo
„დავითიანნი“: 17 მაისს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია
- +

1 მაისი. 2019. 19:22

 

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, – „დავითიანნის“ მიერ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

„ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომელთანაც შეთანხმება ბოლომდე არ გვქონდა დასრულებული.

 

სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ იგი აღარ გადამოწმებულა.

 

შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი.

 

მაინც იგი არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით“, – აღნიშნულია ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი