logo_geo
ირაკლი გაფრინდაშვილმა პრაღაში ჯვარი დაიწერა - ნეფე-დედოფალი ეკლესიამდე ავტობუსით მივიდა
- +

2 მაისი. 2019. 12:50

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის პრეს-სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი გაფრინდაშვილი დაოჯახდა. სანამ ირაკლი საჯარო მოხელე გახდებოდა, საზოგადოებამ მანამდე გაიცნო მისი ლექსები. მალე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა მოიპოვა და შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტმომხმარებლები ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდნენ ხოლმე მის პოსტებს მერიის პრეს-სამსახურის შემდეგ ირაკლიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადაინაცვლა, ამჟამად გადაცემა „ნაშუადღევის“ წამყვანია, ამავდროულად მუშაობს ხეზე და პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით დურგალია.

 

ირაკლის ცოლის მოყვანის საკითხი მუდმივად მეგობრების სასაუბრო-სახუმარო თემა იყო. ჰოდა, ერთ დღეს მის ცხოვრებაში და facebook-ში გამოჩნდა გოგო, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ ურთიერთობა ჯვრისწერით დააგვირგვინა. ირაკლის საყვარელი გოგონა გვანცა ნორაკია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გრაფიკული დიზაინერია.

 

ირაკლი და გვანცა სააღდგომოდ პრაღაში „გაიპარნენ“ და ჯვრისწერის ფოტოებიც იქიდან გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ მეგობრებსაც კი არ სცოდნიათ წყვილის ჩანაფიქრი და სასიამოვნო სიახლე ინტერნეტიდან შეიტყვეს. ცერემონია ორიგინალური და სადა იყო, ნეფე-დედოფალი ეკლესიამდე ავტობუსით მივიდა, სადად იყვნენ გამოწყობილნი და რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით შეჰფიცეს ერთმანეთს სამუდამო სიყვარული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი