logo_geo
საქართველოს რაგბის კავშირი აუტიზმის მქონეთათვის კოტეჯებს ააშენებს
- +

2 მაისი. 2019. 13:58

 

 

2019 წლის 2 მაისს, საქართველოს რაგბის კავშირის და „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის“ ორგანიზებით, საფუძველი ჩაეყარა აუტიზმის ეროვნული ცენტრის კომპლექსის პირველი კოტეჯის მშენებლობას.

 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძისა და „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, მერაბ გოგბერაშვილის მიერ ხელი მოეწერა ურთიერთთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

პროექტ „სახლის“ ფარგლებში რაგბის კავშირი ახორციელებს კომპლექსის პირველი კოტეჯის მშენებლობას პარტნიორ კომპანიებთან ერთად. ნაკრების წევრები ექვსი კვირის განმავლობაში მოიპოვებენ სამშენებლო მასალებს და სპეციალისტების ზედამხედველობით ააშენებენ პირველ კოტეჯს.

 

 

 

big_banner
არქივი