logo_geo
კობა არაბული: რა აერთიანებდა და აერთიანებს „რესპებს“ „ნაცებთან“?
- +

2 მაისი. 2019. 17:46

 

 

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილის მიერ პატრიარქის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ქართველ მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი კობა არაბული ეხმაურება.

 

„ძალიანაც მსიამოვნებს, რომ პატრიარქის საჯარო მხილებას შევაჩვიეთ საზოგადოებაო - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა და იქვე დაამატა: როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისე ევროპულ საქართველოში არიან წამყვანი ფიგურები, რომელთა საჯარო პოზიციები ახლოა რესპუბლიკელების პოზიციებთანო.

 

რა აერთიანებდა და აერთიანებს „რესპებს“ „ნაცებთან“? ეს ორი ერთგვაროვანი პოლიტიკური ძალა მუდმივ ფლირტში იყო ერთმანეთთან ხან მხოლოდ ღირებულებრივ, ხანაც პირდაპირ პოლიტიკურ ფორმატებში. რამდენიც არ უნდა აგინოს გიგა ბოკერიამ ძმები ბერძენიშვილები და რამდენი „ხურდაც“ არ უნდა დაუბრონონ მათ საპასუხოდ - ეს ერთ იდეოლოგიურ ოჯახად უნდა განვიხილოთ, რადგან ისინი ერთნი არიან მთავარში: ქართველთმოძულეობასა და ღვთისგმობაში. ისინი ერთად მოდიან „თავისუფლების ინსტიტუტიდან“, სადაც იბადებოდა ვარდების რევოლუციის იდეალები - ქვეყნის დექრისტიანიზაცია და ახალი ქართველის გამოყვანა, მოჩვენებითი საზოგადოების შექმნა და მისი გაბატონება, ავტორიტეტების განადგურება და ყველა იმ ნიშან-თვისების წაშლა, რაც აღნიშნავს „ქართველობას“. ეს ზუსტად ის ძალაა, რომელმაც ჩამოაყალიბა ახალი ქართული ნაციონალიზმი, რომელშიც აღარ არსებობს არც სამშობლოს, არც პატრიოტიზმის, არც ერის ცნება, რომელშიც ნიკა გვარამია ნამდვილი ქართველია, ხოლო ილია მეორე - აგენტი“, - აცხადებს არაბული.

 

მისი თქმით, რეალურად, სააღდგომო ეპისტოლეზე მათი კონვულსიები არის ბრძოლა ქართული იდენტობის წინააღმდეგ, ქართული იდენტობის, რომლიც დღეს სწორედ ქართულ ეკლესიასთან და პატრიარქთანაა გაიგივებული.

 

 

big_banner
არქივი