logo_geo
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია
- +

2 მაისი. 2019. 19:32

 

 

თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.

 

რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, დენის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად განხორციელდება.

 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, დღეს, 18:11 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც თბილისსა და რეგიონებში ენერგომომარაგება შეზღუდული იყო.

 

 

 

big_banner
არქივი