logo_geo
ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ ავარიულად გათიშვამ ენგურჰესის ორი აგრეგატის გამორთვა გამოიწვია
- +

2 მაისი. 2019. 20:58

 

 

„ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ ავარიულად გათიშვამ ენგურჰესის ორი აგრეგატის გამორთვა გამოიწვია“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენგურჰესი“ ავრცელებს.

 

„დღეს, 2 მაისს, 18:11 საათზე 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ ავარიულად გამოირთო, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. აღნიშნული ხაზის გამორთვამ ენგურჰესის ორი აგრეგატის გამორთვა გამოიწვია. როგორც კი, ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ მუშაობის ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება, ენგურჰესის აგრეგატებიც ქსელში ჩაერთვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე სრულად აღდგენილია.

 

 

big_banner
არქივი