logo_geo
GERA საქართველოში Warner Music-ის და Sony-ის წარმომადგენელი გახდა
- +

3 მაისი. 2019. 20:08

 

 

საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციამ (GERA) მსოფლიოს უმსხვილესი ხმის ჩამწერი ლეიბლების Warner Music-ის და Sony-ს რეპერტუარის გამოყენებაზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.

 

GERA-ს და ქართული მუსიკალური გამომცემლობა M.O.S.T-ის ერთობლივი თანამშრომლობით აღნიშნულ ლეიბლებთან სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმდა.

 

ამიერიდან GERA უფლებამოსილია საქართველოში Warner Music-ის და Sony-ის მფლობელობაში არსებული მუსიკალური ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეო მასალის გამოყენებაზე გასცეს უფლება ტელე, რადიო და ინტერნეტ სივრცეში, ასევე საჯარო შესრულებების დროს.

 

Sony-ს ხელშეკრულებით GERA-ს ასევე გადაეცა სინქრონიზაციის უფლებაც, რაც გულისხმობს რეკლამის, კინოფილმის, სპექტაკლის და ა.შ. მუსიკალურ გაფორმებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი