logo_geo
პატრიარქის ექიმი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს
- +

7 თებერვალი. 2017. 01:28




საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის თავს კარგად გრძნობს.


საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქი ბერლინის კლინიკაშია და მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.


„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. კლინიკაშია. მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის სათანადო მკურნალობა და აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.

 

გამოკვლევების დამთავრების შემდეგ სპეციალისტები შეჯერდებიან მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე", -განაცხადა ცისანა შარტავამ.

 

 

 


 

big_banner
არქივი