logo_geo
ზუგდიდში დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ
- +

4 მაისი. 2019. 12:25

 

 

ზუგდიდში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

 

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში არიან თბილისის სხვადასხვა კლინიკის წამყვანი სპეციალისტები: ოჯახის ექიმი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპისტი, უროლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ექოკარდიოლოგი, ოტოლარინგოლოგი, ქირურგი, რევმატოლოგი, ეკგ-მედდა.

 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში უფასო მედიკამენტებსაც გადასცემენ.

 

გამოკვლევები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტარდება. ადგილზე იმყოფება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე.

 

 

big_banner
არქივი