logo_geo
4 მაისს ოდრი ჰეპბერნის დაბადების დღეა
- +

4 მაისი. 2019. 16:10

 

 

ოდრი ჰეპბერნი, ნამდვილი სახელი ოდრი კეთლინ რასტონი (დ. 4 მაისი, 1929 - გ. 20 იანვარი, 1993) - ოსკარის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი.

 

ოდრი კეთლინ რასტონი დაიბადა ბრიუსელში (ბელგიაში) და ერთადერთი შვილი იყო ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში. მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი და შედეგად ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა. მას დედის ჰოლანდიელ დიდგვაროვანზე პირველი ქორწინებიდან ორი ნახევარძმა, ალექსანდრე და იან ქარლეს ვან უფროდი ჰყავდა.

 

ჰეპბერნი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, ენამახვილობითა და მომხიბლავი პერსონით, რომლის ცხოვრებისეული ფილოსოფია სხვების საკუთარ თავზე წინ დაყენება იყო. ხასიათის ეს თვისება მან განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში გამოამჟღავნა იუნისეფთან თანამშრომლობის წლებში.

 

ფილმოგრაფია

 

 

 

big_banner
არქივი