logo_geo
საოკუპაციო ხაზთან საფეხბურთო მოედანი განახლდა
- +

4 მაისი. 2019. 17:36

 

 

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვირსხევში საფეხბურთო მოედანი განახლდა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილზე საფეხბურთო ინვენტარი ჩაიტანეს და მოზარდებს მაისურები და ბურთები გადასცეს.

 

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოედანი, შეკეთდა ტაბლო, მოეწყო სათადარიგო სკამი და ყველა ის დეტალი, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.

 

განახლებულ საფეხბურთო მოედანზე ადგილობრივებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩიც გაიმართა.

 

ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, შიდა ქართლის რწმუნებული და გორის მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდნენ.

 

სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტი, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უკვე ორი წელია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი