logo_geo
დღეს პოეტ დავით მაღრაძის პოემის, „ჯაკომო პონტის“ აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე გამოცემული თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა
- +

4 მაისი. 2019. 18:58

 

 

„კავკასიურ სახლში“ დღეს პოეტ დავით მაღრაძის პოემის – „ჯაკომო პონტი“ აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე გამოცემული თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა.

 

ნაწარმოები ცნობილმა მთარგმნელებმა – მინაზ ლაზბამ, ირმა ოსიამ, ლარისა ტუპწაყვამ და ნაირა ბეჰპიტიმ თარგმნეს.

 

წიგნი იორდანიაში გამოიცა და მკითხველისთვის დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი.

 

პოემა „ჯაკომო პონტი” დავით მაღრაძემ 2009 წელს დაწერა. ის 10 ენაზეა თარგმნილი, მათ შორის იტალიურად, ინგლისურად, რუსულად.

 

 

big_banner
არქივი