logo_geo
მომღერალი ინგა ფერაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი
- +

4 მაისი. 2019. 22:00

 

მომღერალი ინგა ფერაძე შეუძლოდ არის. როგორც მისი მეგობარი ამბობს, სახლში ყოფნისას დაეცა და თავი დაარტყა, რა დროსაც თავში სისხლი ჩაექცა.

 

მისივე ინფორმაციით ამჟამად ინგა ფერაძე ბრიუსელის საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

„ჩვენი ლეგენდარული ინგა ფერაძე შეუძლოდაა. გთხოვთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს ადამიანი, ვილოცოთ მისთვის, რომ მალე გამოჯანმრთელდეს“, - წერს ინგა ფერაძის მეგობარი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი