logo_geo
შალვა ამონაშვილი: ჰუმანური პედაგოგიკა ისაა, რასაც ბავშვი აღზრდიდან თვითაღზრდაში გადაჰყავს
- +

5 მაისი. 2019. 19:37

 

 

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი:

 

„რა არის ჰუმანური პედაგოგიკა? ეს ისეთი პროცესია, როდესაც დედას, მამას, ბებიას, პაპას დიდი სიმშვიდით და დიდი მოთმინებით მიჰყავთ ბავშვი იმის გაგებამდე, რომ იგი თავად არის არსი, რომელიც უკვდავია და რომელიც უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი სამყარო. როგორც კლიმანტი ალექსანდრიელს აქვს ნათქვამი - მთელი დედამიწა არ ღირს არცერთი ადამიანის სულად - სამყარო გაქრება და სული კი არა!

 

მაშ, შეგვიძლია ჩვენს ბავშვებს, ძილის წინ თუ დილით ადრე, სკოლაში ან საბავშვო ბაღში წაყვანისას, ან როდესაც კითხვას გვისვამს - ნელ-ნელა შევუტრიალოთ ცნობიერება თავისი სულიერი სამყაროსკენ და ვუთხრათ, რომ იქ არის რაც არის. ამას ჰქვია ჰუმანური პედაგოგიკა - ასეთი ბავშვი კეთილიც გამოგვივა და დიდსულოვანიც, იგი თვითონ დაიწყებს თავისი თავის აღზრდას.

 

თუ რომელიმე თქვენგანმა შეწყვიტა საკუთარი თავის აღზრდა - ამით თქვენ გააჩერეთ საკუთარი ცხოვრება; აღზრდას არ აქვს დასასრული. თუ რაღაც დროს მე მზრდიდა დედა, მამა, სკოლა - ახლა უკვე გამოვედი ცხოვრებაში და მე თავად უნდა გავზარდო ჩემი თავი. დედამ თუ რაღაც დამაკლო, სკოლამ ვერ მომცა, ვიღაცამ კი დამიმახინჯა - რაღას ვლანძღო სხვები, როცა მე უკვე ასეთი ვარ და სხვების ლანძღვა ვერაფერს შეცვლის. მოდი და იქნებ შევცვალო საკუთარი თავი, გამოვისწორო ხასიათი, იქნებ სრულვყო საკუთარი გემოვნება - ამას ჰქვია თვითაღზრდა. ჰუმანური პედაგოგიკა ისაა, რასაც ბავშვი აღზრდიდან თვითაღზრდაში გადაჰყავს“.

 

 

big_banner
არქივი