logo_geo
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახალ ცვლილებებზე მუშაობს, რომელიც ავიასაწარმოებსა და პარაპლანისტებს ეხებათ
- +

6 მაისი. 2019. 13:54

 

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, – „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში, ცვლილებებს გეგმავს.

 

ცვლილების მიზანია, საქართველოს საჰაერო სივრცეში ვიზუალური ფრენის წესით (VFR) სპეციალური ფრენის, ასევე ღამის ფრენების განხორციელების პირობების დადგენა. წარმოდგენილი პროექტი ასევე ადგენს დამატებით პირობებს ქალაქის ან მჭიდროდ დასახლებული ადგილების თავზე ფრენების განხორციელებისას.

 

ამასთან, სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, არსებულ წესს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ადგენს საქართველოს საჰაერო სივრცეში პარაპლანით ფრენის პირობებს: პარაპლანით ფრენისას მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ფრენისას გამოწვეული საფრთხე ადამიანებისათვის, ქონებისთვის და საჰაერო ხომალდებისთვის; დღის პერიოდში და ხმელეთის ზედაპირთან მუდმივი ვიზუალური კავშირის შენარჩუნებით.

 

რაც შეეხება აკრძალვებს, პარაპლანით ფრენისას საგნების გადმოყრა ან ნივთიერებების გაშხეფვა დაუშვებელია, ასევე ფრენა უნდა ხორციელდებოდეს ღრუბლების სიახლოვეს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 1000 ფუტზე ნაკლებ მანძილზე და სამ კილომეტრზე ნაკლები ხილვადობის პირობებში.

 

ცვლილებები შემუშავებულია შესაბამისი ევროპული მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

 

big_banner
არქივი