logo_geo
გუგული მაღრაძე: დიეტაზე ვარ-ხოლმე, დავიკლებ 2-3 კილოს, მერე დავანებებ თავს და ისევ ვიმატებ
- +

6 მაისი. 2019. 14:34

 

 

„დიეტაზე ვარ-ხოლმე, დავიკლებ 2-3 კილოს, მერე დავანებებ თავს და ისევ ვიმატებ“,  -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „ტელეკომპანია იმედის“ გადაცემაში „პირადი ნივთები“-ში განაცხადა.

 

„მტკივნეულად რომ განვიცდი მე ჩემს წონას, ამიტომ ვამბობ რომ თავიდანვე, პატარაობიდანვე უნდა იყოს ორიენტაცია იმაზე რომ ბავშვებს ვასწავლოთ სწორი კვება, ვარჯიში. 40 წლის ასაკში რომ აღმოაჩენ რომ წონა გაქვს და ცუდი ჩვევები გაქვს, მერე უკვე თითოეული ჩვევის დაძლევას უნდა დიდი ფსიქოლოგიური ჭიდილი. არასწორი კვება ცუდი ჩვევაა, მჯდომარე ცხოვრება... ამერიკელები ჩვენთან რომ ჩამოდიან მაშინვე გვეკითხებიან სასტუმროში არის სავარჯიშო დარბაზი, არის შესაძლებლობა ვირბინოთ, ვიაროთ? ასეთი ხომ თითზე დასათვლელია საქართველოში ადამიანი. ფეხით სიარული ხომ შეიძლება? გქონდეს ჩვევა, რომ ყოველ საღამოს ფეხით გაიარო. დიეტაზე მეტ-ნაკლებად ვარ ხოლმე, დავიკლებ 2-3 კილოს, მერე დავანებებ თავს და ისევ მოვიმატებ“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

 

 

big_banner
არქივი