logo_geo
„მაგთის“ მომხმარებელთა პირადი მონაცემების გაცემა დაუდასტურდა!
- +

7 მაისი. 2019. 15:20

 

მსოფლიოს გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიები პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ, „მაგთიკომს“ კი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექცია მომხმარებელთა მონაცემების გასაჯაროვებაში ამხელს.

 

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექციის ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მონაცემების, სავარაუდოდ, უკანონო დამუშავების ფაქტზე წარმოდგენილი იქნა 2 განცხადება.

 

„თქვენი 2019 წლის 21 იანვრის №PDP 2 19 00000211 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში თქვენ მიერ დასახელებული მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორების წინააღმდეგ დაფიქსირდა შემდეგი რაოდენობის მომართვა: შპს „მაგთიკომის“ მიერ მონაცემების, სავარაუდოდ, უკანონო დამუშავების ფაქტზე წარმოდგენილი იქნა 02 განცხადება. აქვე საგულისხმოა, რომ აპარატმა განიხილა, ასევე, 03 განცხადება, რომელიც უშუალოდ არ შეეხებოდა შპს „მაგთიკომს“, თუმცა ეს უკანასკნელი ჩართული იქნა მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი; შპს „ჯეოსელის“ (რეორგანიზაციის შედეგად სს „სილქნეტის“) მიერ მონაცემების სავარაუდოდ უკანონო დამუშავების ფაქტზე მომართვა არ დაფიქსირებულა; „ბილაინის“ (რეორგანიზაციის შედეგად შპს „ვიონი საქართველოს“) მიერ მონაცემების, სავარაუდოდ, უკანონო დამუშავების ფაქტზე წარმოდგენილი იქნა ერთი განცხადება და ერთი შეტყობინება“, – აღნიშნულია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექციის ოფიციალურ წერილში.

 

 

 

big_banner
არქივი