logo_geo
ექიმის განცხადებით, დიღმის მასივში დაჭრილი, ავტობუსის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია
- +

7 მაისი. 2019. 16:02

 

დიღმის მასივში დაჭრილი, ავტობუსის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მიმღები და გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელმა, სოსო მაისურაძემ განუცხადა, 62 წლის მამაკაცს ბარძაყის არეში 15 სანტიმეტრამდე სიღრმის ჭრილობა აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

„პაციენტი, 62 წლის მამაკაცი საავადმყოფოში დღეს, 14:09 საათზეა შემოსული. მას 15 სანტიმეტრამდე სიღრმის ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნება. პაციენტი სტაბილურია, იმყოფება მკურნალობისა და დაკვირვების ქვეშ. მიმდინარეობს მკურნალობა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა მაისურაძემ.

 

დიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მძღოლი ბასრი იარაღითაა დაჭრილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი