logo_geo
მდინარე მტკვრის დასუფთავების აქცია მიმდინარეობს
- +

7 მაისი. 2019. 18:09

 

თბილისის მერის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, მდინარე მტკვრის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

დასუფთავების აქცია მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან- პოლიეთილენის პაკეტებისა და პლასტმასის ბოთლებისგან მდინარის გაწმენდას ითვალისწინებს.

 

„თბილისის მერის დავალებით, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ტარდება, რადგან დღეს დილიდან, მდინარეში დიდი ოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენი დაფიქსირდა. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული აქცია მომდევნო დღეების განმავლობაში – ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე გაგრძელდება“-  განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით დოლიძემ.

 

big_banner
არქივი