logo_geo
ნინო ნიჟარაძე ნიკა გვარამიას შეთავაზებას დათანხმდა
- +

8 მაისი. 2019. 00:43

 

„რუსთავი 2“-ის 9 %-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მზად არის სარჩელი საარბიტრაჟო  სასამართლოში გადაიტანოს. ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემა რეაქციაში ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ნიკა გვარამიას მართლა აქვს ასეთი შეთავაზება, ისინი ამ შეთავაზებას დათანხმდებიან.

 

თუ ნიკა გვარამიას განცხადება არბიტრაჟთან დაკავშრებით,  მხოლოდ ეთერისთვის არ არის გაკეთებული,  ჩვენ მზად ვართ არბიტრაჟში გადავიტანოთ სარჩელი, იქნება ეს საქართველოში, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

 

ყავლაშვილმა განმარტა, რატომ აირჩიეს სასამართლოს გზა:

 

„დღეს საუბარი კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორების მხრიდან, რომ თუ მას მართლა აინტერესებს რამე წავიდეთ არბიტრაჟში რატომ მიდის სასამართლოში, ძალიან უხერხულია იმის ფონზე, როდესაც ერთ წერილზეც არ აქვთ პასუხი გაცემული. სარჩელის შეტანის წინ კიდევ ერთხელ ვთხოვეთ ინფორმაციაში გარკვევა. არაფერზე არ გვიპასუხეს. ამ უკომუნიკაციობის ფონზე ერთადერთი გზა რომელიც დაგვრჩა იყო სასამართლო“, - აღნიშნა გიორგი ყავლაშვილმა.

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ,  ნინო ნიჟარაძეს  სარჩელი სასამართლოდან გამოტანა  და დავის   საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელება შესთავაზა, თუ ეს დავა რეალურად არის დავა ორ ბიზნესსუბიექტს შორის.

 

 

 

 

big_banner
არქივი